აშშ-ში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში" ცვლილებების შეტანა და მისი მოქმედების სფეროს გაფართოება იგეგმება - FARA-ს რეგულაციები სოცქსელების ინფლუენსერებზეც გავრცელდება
აშშ-ში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც რეგულაციები სოციალური ქსელების ინფლუენსერებზეც გავრცელდება. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა პოლინა ლუნამ წარადგინა. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ გააუქმებს იმ უცხოელთა ვიზებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

აშშ-ში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში" ცვლილებების შეტანა და მისი მოქმედების სფეროს გაფართოება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა პოლინა ლუნამ წარადგინა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, FARA-ს რეგულაციები სოციალური ქსელების ინფლუენსერებზეც გავრცელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ონლაინსივრცეში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას იმ პირებისთვის, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ გააუქმებს ყველა იმ უცხოელის ვიზას, რომლის საქმიანობაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
უწყების განმარტებით, კანონიერი ვიზიტორები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნას და უცხოური ძალის მითითებით მოქმედების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.