ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებს საგარეო პოლიტიკურ „აგონიაში“ ყოფნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური მზომელი და სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციები ობიექტურ ციფრებს არ შეესაბამება.
![ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებზე: არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში](/thumb/106199-960-97cd95fe.webp)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოს მიმართ აქვთ.
მისი თქმით, საქართველოს წინსვლას აფასებს ქართელი ხალხი, რაც შეეხება ევრობიუროკრატებს, მათი პოლიტიკური მზომელი ობიექტურ ციფრებს არ შეესაბამება.
„ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, რაც იწვევს შემდეგ და კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, წლიდან წლამდე გაზრდილ ბიუჯეტში ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე. რაც შეეხება მათი მხრიდან, არის ორი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური მიმართულება და ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებაში რა რიტორიკაა და არის ტექნიკური, მშრალი ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ გაურბიან და მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და დემოკრატიულ „ბექსლაიდინგზე“ აქვთ საუბარი. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ვერ უდევთ პულსზე ხელი, თუ რა უნდა საზოგადოებას და საით მიდის ქვეყანა და როგორ ვითარება ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ციტატები სტატიიდან
„ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, რაც იწვევს შემდეგ და კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, წლიდან წლამდე გაზრდილ ბიუჯეტში ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე. რაც შეეხება მათი მხრიდან, არის ორი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური მიმართულება და ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებაში რა რიტორიკაა და არის ტექნიკური, მშრალი ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ გაურბიან და მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და დემოკრატიულ „ბექსლაიდინგზე“ აქვთ საუბარი. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ვერ უდევთ პულსზე ხელი, თუ რა უნდა საზოგადოებას და საით მიდის ქვეყანა და როგორ ვითარება ქვეყანა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.