არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი: “არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება”
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არა-სანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იანი ზრდაა.

“არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA)”, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი სოციალურ ქსელ X- ზე წერს.
როგორც თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი აღნიშნავს, მარიამ ქვრივიშვილთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
„2025 წელს ჩვენმა არა-სანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იან ზრდას წარმოადგენს და თითქმის ოთხჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
შევხვდი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მის აღმატებულება მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგეტიკა – წერს სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილისა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ციტატები სტატიიდან
„არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA)“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.