პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს მთავრობასაქართველოს რკინიგზა

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო კავშირები, CEPA-ს შეთანხმება და კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.

„ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომის ორგანიზებისთვის, რომლის პარალელურადაც, დაიგეგმა სავაჭრო მისიის ორგანიზება ექსპორტის ზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნიდან მსხვილი ექსპორტიორი და შემსყიდველი კომპანიები მიიღებენ.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვაჭრობის სექტორში - 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 430 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტიანი ზრდაა. ამასთან, ექსპორტი 89%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს უწყობს ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა დუბაისა და აბუ-დაბიში გამართულ აგროსამრეწველო და სხვა საერთაშორისო გამოფენებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ თბილისსა და გონიოში უძრავი ქონების სექტორში, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ლოგისტიკის სექტორში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას - კერძოდ, „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რისთვისაც მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ვაზიანის თბილისის ახალ აეროპორტზე.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები