პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი: არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არა-სანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 782.1 მილიონ დოლარს მიაღწია. მან მარიამ ქვრივიშვილთან ლოგისტიკის, ტურიზმისა და განახლებადი ენერგეტიკის სფეროებში პარტნიორობა განიხილა.

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი: არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება
რუსთავი 2

არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA), - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი სოციალურ ქსელ X- ზე წერს.

როგორც თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი აღნიშნავს, მარიამ ქვრივიშვილთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

„2025 წელს ჩვენმა არა-სანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იან ზრდას წარმოადგენს და თითქმის ოთხჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

შევხვდი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მის აღმატებულება მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგეტიკა - წერს სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილისა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოარაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი: “არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები