თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მუნიციპალური პროგრამების გამოცდილებისა და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის სპეციფიკის გაზიარებაზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საკრებულოების ერთობლივი ინიციატივით. ბათუმის საკრებულოს წევრები დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
„თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ცხოიძე და ლევან დავითაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნანა დევაძე.
თინათინ ნიბლოშვილი ბათუმელ კოლეგებს მიესალმა, საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ბათუმის საკრებულოსთან მომავალში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ განაცხადა, ბათუმი ურბანულად სწრაფად ვითარდება და თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბური პროგრამების და მუნიციპალურის სტრუქტურების მუშაობის გაცნობა და გაზიარება ბათუმის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში განიხილეს ორივე ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანის მუშაობის სპეციფიკა. თბილისის საკრებულოს წევრებმა კოლეგებს კომისიების და მაჟორიტარი წევრების საქმიანობის, ფუნქცია-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა. ითქვა ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომას და კომისიების სხდომებსაც დაესწრებიან.
შეხვედრის შემდეგ ბათუმელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ცხოიძე და ლევან დავითაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნანა დევაძე. თინათინ ნიბლოშვილი ბათუმელ კოლეგებს მიესალმა, საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ბათუმის საკრებულოსთან მომავალში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ განაცხადა, ბათუმი ურბანულად სწრაფად ვითარდება და თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბური პროგრამების და მუნიციპალურის სტრუქტურების მუშაობის გაცნობა და გაზიარება ბათუმის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში განიხილეს ორივე ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანის მუშაობის სპეციფიკა. თბილისის საკრებულოს წევრებმა კოლეგებს კომისიების და მაჟორიტარი წევრების საქმიანობის, ფუნქცია-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა. ითქვა ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომას და კომისიების სხდომებსაც დაესწრებიან. შეხვედრის შემდეგ ბათუმელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.