ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ქართული ოცნება

თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძის განცხადებით, ქალაქის სწრაფი ურბანული განვითარების ფონზე თბილისის მუნიციპალური გამოცდილების გაზიარება მათთვის მნიშვნელოვანია.

თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართარუსთავი 2

თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საკრებულოების ერთობლივი ინიციატივით. ბათუმის საკრებულოს წევრები დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ცხოიძე და ლევან დავითაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე დავით მახარაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნანა დევაძე.

თინათინ ნიბლოშვილი ბათუმიდან ჩამოსულ კოლეგებს მიესალმა, საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ბათუმის საკრებულოსთან მომავალში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ განაცხადა, ბათუმი ურბანულად სწრაფად ვითარდება და თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბური პროგრამების და მუნიციპალური სტრუქტურების მუშაობის გაცნობა და გაზიარება ბათუმის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში განიხილეს ორივე ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა. თბილისის საკრებულოს წევრებმა კოლეგებს კომისიების და მაჟორიტარი წევრების საქმიანობის, ფუნქცია-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ითქვა ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომას და კომისიების სხდომებსაც დაესწრებიან. შეხვედრის შემდეგ ბათუმელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხათუნა ხოფერია – სალომე ზურაბიშვილს: „ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!“წაიკითხე

უახლესი ამბები