ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილი რომში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა, სადაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ორმხრივი საპარლამენტო კავშირები განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაPOSTV

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის დინამიურ ურთიერთობებს.

მხარეებმა განიხილეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტბილურობისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ასევე, საუბარი შეეხო ისრაელში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ამ კუთხით არსებულ ვითარებასა და მოლოდინებს.

ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეშიც გამოიხატება. ხაზი გაესვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობას.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს, ამირ ოჰანას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები