ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაილანდური კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საბანკო სექტორში, უძრავ ქონებასა და აქტივების მართვაში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდაPOSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ პოტენციალს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საბანკო სექტორში, უძრავი ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც სტრატეგიული ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბის ფუნქციას. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ბიზნესგარემოზე, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTS-ის ხელმძღვანელობას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები