ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკო კვარაცხელიას დედა - გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ითხოვს პასუხს, ვინ დაუკვეთა მისი შვილის მკვლელობა, და აცხადებს, რომ თუ პასუხი არ გაეცემა, „გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“.

ნიკო კვარაცხელიას დედა - გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!
ნიკო კვარაცხელიას დედა - გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!ინტერპრესნიუსი

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ითხოვს პასუხს, ვინ დაუკვეთა მისი შვილის მკვლელობა ახალგაზრდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, „გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“.

როგორც მოკლული ახალგაზრდის დედა სოციალურ ქსელში წერს, ყველაფერი გაცხადდება.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით, და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე (ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით, ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით!

გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!

ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის…. ყველაფერი გაცხადდება!“- წერს იზა ომაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. რაც შეეხება, ბესარიონ ჟვანიას, ის ძებნაშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით, და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე (ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით, ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით! გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში! ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის…. ყველაფერი გაცხადდება!“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები