ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა კასპიის ზღვის ფსკერზე 380-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს. პროექტი აზიასა და ევროპას, მათ შორის საქართველოს გავლით, წამში 400 ტერაბიტის გამტარუნარიანობით დააკავშირებს.

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს
ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროსიმედინიუსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა.

საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში განახორციელეს.

„ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებით, შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრული თვალსაზრისით. ახალი მარშრუტი შესაძლებელს გახდის მონაცემების გადაცემას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს, ხოლო შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გავლით ევროპაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი მაგისტრალი მონაცემებით, საერთაშორისო გაცვლის შესაძლებლობებს გააფართოებს და ციფრული კომუნიკაციების მდგრადობას გაზრდის, დასძინეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებით, შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრული თვალსაზრისით. ახალი მარშრუტი შესაძლებელს გახდის მონაცემების გადაცემას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს, ხოლო შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გავლით ევროპაში“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?