ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ჩაკვეტაძე „გახარიას პარტიას“: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს - ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძის მტკიცებით, ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 2024 წლის ნოემბერში ბრიუსელში გაგზავნილი წერილით საქართველოს სანქცირება და დახმარების გაუქმება მოითხოვა, რასაც იგი „სახელმწიფო ინტერესების ღალატს“ უწოდებს და გახარიას გუნდს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

გიორგი ჩაკვეტაძე „გახარიას პარტიას“: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს - ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!
გიორგი ჩაკვეტაძე „გახარიას პარტიას“: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს - ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!იმედინიუსი

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ აღნიშნულ წერილს სამარცხვინოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

მისივე განცხადებით, ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებს, ამ უღირს წერილს შეახსენებს.

„არაერთს, ქვეყნის შინ და გარეთ, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.

ჩემი ამ განცხადებით სწორედ მათ მინდა შევახსენო ერთი სამარცხვინო წერილის შესახებ, რომელიც არასრული 2 წლის წინ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა.

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს.

ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, სადაც ხუთი გამაოგნებელი რამ მოითხოვეს:

1) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება;

2) ამ გამოძიების დასრულებამდე ახალი მოწვევის პარლამენტის არაღიარება;

3) ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერების გამოცხადება;

4) ხელისუფლებასთან ყველანაირი ტიპის ფორმატისა და მოლაპარაკების შეწყვეტა;

5) ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის ანულირება.

აქ, ამ ოთხი დაჯგუფებიდან, მხოლოდ ერთ-ერთზე - „გახარიას" პარტიაზე შევჩერდები.

პასუხისმგებლობის აღება მათი ძლიერი მხარე რომ არ არის, ეს წერილიც ადასტურებს.

გიორგი გახარია ჯერ ჩვენი პარტიიდან გაიქცა და შემდეგ, თავის შექმნილ პარტიაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ბერდია სიჭინავას მოაწერინა ხელი ამ სამარცხვინო დოკუმენტზე.

პარლამენტის გამცდენები, ქუჩაში დადგნენ, პოლიციელებს, შენობებსა და თბილისის ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა გააგრძელეს.

ბოლოს კი, ჰოი საოცრებავ, 1 წლის თავზე მაინც შემოვიდნენ პარლამენტში.

თქვენ, მართლა გგონიათ, რომ ეს საზოგადოებას დაავიწყდა?!

ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

ასევე მოვიქცევით ნებისმიერ დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომაა ჩვენი შეფასებით ეს პარტიები არაკონსტიტუციური!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაერთს, ქვეყნის შინ და გარეთ, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. ჩემი ამ განცხადებით სწორედ მათ მინდა შევახსენო ერთი სამარცხვინო წერილის შესახებ, რომელიც არასრული 2 წლის წინ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა. 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია „ცვლილებებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის") განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს. ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, სადაც ხუთი გამაოგნებელი რამ მოითხოვეს: 1) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება; 2) ამ გამოძიების დასრულებამდე ახალი მოწვევის პარლამენტის არაღიარება; 3) ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერების გამოცხადება; 4) ხელისუფლებასთან ყველანაირი ტიპის ფორმატისა და მოლაპარაკების შეწყვეტა; 5) ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის ანულირება. აქ, ამ ოთხი დაჯგუფებიდან, მხოლოდ ერთ-ერთზე - „გახარიას" პარტიაზე შევჩერდები. პასუხისმგებლობის აღება მათი ძლიერი მხარე რომ არ არის, ეს წერილიც ადასტურებს. გიორგი გახარია ჯერ ჩვენი პარტიიდან გაიქცა და შემდეგ, თავის შექმნილ პარტიაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ბერდია სიჭინავას მოაწერინა ხელი ამ სამარცხვინო დოკუმენტზე. პარლამენტის გამცდენები, ქუჩაში დადგნენ, პოლიციელებს, შენობებსა და თბილისის ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა გააგრძელეს. ბოლოს კი, ჰოი საოცრებავ, 1 წლის თავზე მაინც შემოვიდნენ პარლამენტში. თქვენ, მართლა გგონიათ, რომ ეს საზოგადოებას დაავიწყდა?! ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! ასევე მოვიქცევით ნებისმიერ დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომაა ჩვენი შეფასებით ეს პარტიები არაკონსტიტუციური!“
გიორგი ჩაკვეტაძე
„პარტიაზე შევჩერდები. პასუხისმგებლობის აღება მათი ძლიერი მხარე რომ არ არის, ეს წერილიც ადასტურებს. გიორგი გახარია ჯერ ჩვენი პარტიიდან გაიქცა და შემდეგ, თავის შექმნილ პარტიაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ბერდია სიჭინავას მოაწერინა ხელი ამ სამარცხვინო დოკუმენტზე. პარლამენტის გამცდენები, ქუჩაში დადგნენ, პოლიციელებს, შენობებსა და თბილისის ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა გააგრძელეს. ბოლოს კი, ჰოი საოცრებავ, 1 წლის თავზე მაინც შემოვიდნენ პარლამენტში. თქვენ, მართლა გგონიათ, რომ ეს საზოგადოებას დაავიწყდა?! ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! ასევე მოვიქცევით ნებისმიერ დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომაა ჩვენი შეფასებით ეს პარტიები არაკონსტიტუციური!“
გიორგი ჩაკვეტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსული ჰიბრიდული ომია - გიორგი გახარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები