მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან - გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე
პარლამენტის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის და მათი ქმედებები საერთაშორისო აქტორების დავალებებზე იქნება დამოკიდებული. მანამდე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციური სპექტრი უმოქმედობასა და შიშში დაადანაშაულა, რასაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან - ასეთია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა მათი შემდგომი მოქმედებები, მისი შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისგან მიღებულ დავალებებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. თუმცა ხაბეიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
"მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან, ასე აკეთებდნენ წლების წინ, ასე აკეთებენ დღესაც და ალბათ ასე მოიქცევიან მომავალშიც, ეჭვი არ მეპარება.
როდესაც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის თავის თავს და არ ემსახურება საკუთარი სამშობლოს ინტერესებს და ემსახურება უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებას და დავალებას, ზედმეტია საუბარი რაიმე წარმატებაზე", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.
ციტატები სტატიიდან
„მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან, ასე აკეთებდნენ წლების წინ, ასე აკეთებენ დღესაც და ალბათ ასე მოიქცევიან მომავალშიც, ეჭვი არ მეპარება. როდესაც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის თავის თავს და არ ემსახურება საკუთარი სამშობლოს ინტერესებს და ემსახურება უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებას და დავალებას, ზედმეტია საუბარი რაიმე წარმატებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.