პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე886 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე მათი პარტიის წევრი არ არის - ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი 2024 წლის ენმ-ს საარჩევნო სიაში მანჯგალაძე მე-18 ნომრად ირიცხება886 ჩანაწერი · 13 მედია

ზვიად შალამბერიძე: წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიების აკრძალვის სარჩელში მოყვანილი ფაქტების წინაშე. სასამართლო განხილვები მომავალ კვირას იწყება.

ზვიად შალამბერიძე: წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი
იმედინიუსი

ის სქელყდიანი წიგნი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა და იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, მისი შინაარსი ნამდვილად არ გვაძლევდა უფლებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მხარეებმა სარჩელთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ჯერი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე და უნდა დაველოდოთ ყველა ერთად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სხვადასხვა მხრიდან ზედმეტი სპეკულაციები სარჩელზე აბსოლუტურად მიუღებელი და თითიდან გამოწოვილია. უნდა გადაწყვიტონ - ჩაერთვებიან ამ ყველაფერში თუ არა, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ამ სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი“, - აცხადებს შალამბერიძე.

სასამართლო განხილვები სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს, მომავალ კვირას იწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე - ძალიან სიამოვნებით ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და პასუხისმგებლობისგან გაქცევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები