პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე – ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის იმ პარტიის, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, ეს არის მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც დესტრუქციას ემსახურება და ეს არის მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ითხოვს.

ზვიად შალამბერიძე – ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის იმ პარტიის, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, ეს არის მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ
პირველი არხი

ჯანსაღი კრიტიკა და კონსტრუქციული ოპოზიცია ნებისმიერი ხელისუფლების უკეთესი მუშაობისთვის საჭიროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც დესტრუქციას ემსახურება

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მივესალმებით, მაგრამ როცა დესტრუქცია მოდის ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, ეს სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პარტიის, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის სწორედ განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე - ძალიან სიამოვნებით ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და პასუხისმგებლობისგან გაქცევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები