პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნინო ლომჯარია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმისა და ჩარევის იარაღი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და მას „უმწიფარი“ და „ბავშვური“ უწოდა.

შალვა პაპუაშვილი: “ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა”
POSTV

“ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმისა და ჩარევის იარაღი”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევას ეხებოდა.

„ნინო ლომჯარია იყო ის, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით.

გავიხსენებ იმას, რომ როგორც სახალხო დამცველი, ის, უბრალოდ, ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საქართველოს სახალხო დამცველთა ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილი ჩაიდინა, როცა ტყუილი დასკვნები გაავრცელა მსჯავრდებულთან დაკავშირებით.

ასე რომ, ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი. თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის.

ეს ყველაფერი ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას. ბავშვური ქცევაა საერთოდ, გინდა ბრიუსელი, გინდა ევროკავშირის ელჩი, როგორც ისინი იქცევიან. სიმართლე გითხრათ, თვალებს არ ვუჯერებ ხანდახან, რასთან გვაქვს საქმე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ გლობალური მოთამაშეები იყვნენ?!

ამისთვისაც არიან ჩახსნილები ნებისმიერი სერიოზული საერთაშორისო საუბრებისგან. იხვეწებიან, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში. არც რუსეთს აინტერესებს მათთან საუბარი, არც ამერიკელებს აინტერესებთ მათი მონაწილეობით საუბარი. ამ უმწიფრობით დამართეს ზუსტად საკუთარ თავს ის, რაც დამართეს. ეს კონფრონტაციული გზა, უბრალოდ, არსაით მიდის. აზიანებს საბოლოო ჯამში თავად ევროკავშირს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ნინო ლომჯარია იყო ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული ჩარევის იარაღი, როგორც ჩანს, თავის იარაღს იწვევენ, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოს თავდასხმისთვის
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა
  3. რუსთავი 2სამთავრობონინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და, რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები