პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ნინო ლომჯარია იყო ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული ჩარევის იარაღი, როგორც ჩანს, თავის იარაღს იწვევენ, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოს თავდასხმისთვის

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ნინო ლომჯარია არჩევნებში ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული ჩარევის იარაღი იყო და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელის პოლიტიკას უმწიფარი უწოდა და განაცხადა, რომ კონფრონტაციული გზა თავად ევროკავშირს აზიანებს.

შალვა პაპუაშვილი – ნინო ლომჯარია იყო ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული ჩარევის იარაღი, როგორც ჩანს, თავის იარაღს იწვევენ, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოს თავდასხმისთვის
პირველი არხი

ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, რომ ნოემბერში დაგეგმილია გაფართოების კონფერენცია, სადაც საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარიაა მიწვეული.

„ნინო ლომჯარია ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, რომ გარედან მომხდარიყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში. ნინო ლომჯარია დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც სახალხო დამცველი ის ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხალხო დამცველის ისტორიაში მან ყველაზე დიდი სირცხვილი ჩაიდინა, რომ ტყუილი დასკვნები გაავრცელა მსჯავრდებულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს თავის იარაღს იწვევენ, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოს თავდასხმისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას. ბავშვური ქცევაა როგორც იქცევიან ბრიუსელის, გინდა ევროკავშირის ელჩი. ხანდახან თვალებს არ ვუჯერებ, რასთან გვაქვს საქმე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, გლობალური მოთამაშეები იყვნენ. ამიტომაც არიან ჩახსნილი ნებისმიერი საერთაშორისო სერიოზული საუბრებისგან. იხვეწებიან, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში. მათთან საუბარი არც რუსეთს აინტერესებს, არც ამერიკელებს. ამ უმწიფრობით დამართეს ზუსტად საკუთარ თავს, ის რაც დამართეს. ეს კონფრონტაციული გზა არსაით მიდის, ის აზიანებს თავად ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა
  2. რუსთავი 2სამთავრობონინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი. ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან იმისთვის, რომ გარედან მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: „სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები