პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტამბოლში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი

სტამბოლში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, 3 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მუსტაფა ჩიფჩის განცხადებით, ეს ქალაქში 1942 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წყალდიდობაა.

სტამბოლში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი
ინტერპრესნიუსი

სტამბოლში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების დასახმარებლად, თუმცა, ამავდროულად, 1942 წლის შემდეგ ყველაზე დიდ წყალდიდობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მუსტაფა ჩიფჩიმ იმ ტერიტორიების მონახულებისას, რომლებიც ოთხშაბათს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად დააზიანა.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, სამი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის შედეგად ქალაქში დაიტბორა ქუჩები, პარკები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. წყლის ნაკადმა რამდენიმე ავტომობილიც წაიღო.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსტამბოლში წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა - სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, გაუქმდა და გადაიდო ასობით ავიარეისი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები