30-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა პაკისტანში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად
პაკისტანის ქალაქ პეშავარში კერძო სკოლის სახურავის ჩამონგრევას 32 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიციამ სკოლის მფლობელი უკვე დააკავა.

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მდებარე კერძო სკოლის (Al Khair School) ორსართულიანი შენობის სახურავის ჩამონგრევას, ამჟამად დადასტურებული ინფორმაციით, 32 ბავშვისა და ერთი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია 50-მეტი დაშავებულისა და ნანგრევებში მოყოლილების შესახებ წერს.
როგორც CNN- განუცხადა ადლობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადენელმა, სკოლის ორსართულიანი შენობის სახურავი ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა, რასაც ჩამონგრევა მოჰყვა.
მისი თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილების გამოყვანას ცდილობენ.
სამაშველო სამუშაოები
დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს
"საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ უნდა იყოს“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და საგამოძიებო ორგანოებმა „მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებისკენ" მოუწოდა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სკოლის მფლობელი დაკავებულია.
ციტატები სტატიიდან
„საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ უნდა იყოს“
„მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებისკენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.