მსოფლიო · 15 ოქტომბერი, 13:45
პაკისტანში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ქალაქ პეშავარში, კერძო სკოლა „ალ-ხაირში“ სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი, მათ შორის 33 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. პოლიციამ სკოლის მფლობელი დააკავა.

პაკისტანის ქალაქ პეშავარში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა შორის 33 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია.
შემთხვევა კერძო სკოლა „ალ-ხაირში“ მოხდა. პოლიციის ცნობით, სკოლის მფლობელი დააკავეს.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.