ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პაკისტანში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ დერა-ისმაილ-ხანში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანმა“ აიღო.

პაკისტანში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
პაკისტანში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრარადიო თავისუფლება

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ დერა-ისმაილ-ხანში აფეთქება მოხდა: ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა კიდევ 30.

როგორც Reuters-ი იტყობინება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანმა“, რომელიც ასევე ცნობილია „პაკისტანის თალიბანის“ სახელით.

დერა-ისმაილ-ხანი მდებარეობს პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრის მახლობლად. მანამდე ისლამისტური დაჯგუფებების წევრები ქალაქში არაერთხელ ახორციელებდნენ თავდასხმებს პოლიციელებსა და უსაფრთხოების ძალებზე.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის არსებულ ტერიტორიულ დავას არაერთხელ მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტები სასაზღვრო რაიონებში. ქვეყნებს შორის 2611 კილომეტრის სიგრძის საზღვარი, რომელსაც ოფიციალურად არ აღიარებს ავღანეთი, ცნობილია „დიურანდის ხაზის“ სახელით.

პაკისტანი ავღანეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს აკრძალული დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ წევრების შეფარებაში. ისლამაბადი ამტკიცებს, რომ დაჯგუფება სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს პაკისტანის ტერიტორიაზე. ქაბული უარყოფს ბრალდებებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.