ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის" - კაია კალასი აშშ-რუსეთის შეთანხმებაზე

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. მისი თქმით, გაუგებარია, რას იღებს ვაშინგტონი სანაცვლოდ, როცა უკრაინაში თავდასხმები იმატებს.

"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის" - კაია კალასი აშშ-რუსეთის შეთანხმებაზე
"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის" - კაია კალასი აშშ-რუსეთის შეთანხმებაზერუსთავი 2

"აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია," - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, თუ რას იღებს ვაშინგტონი სანაცვლოდ, რადგან რეალურად უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები იმატებს, ხოლო გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსული მხრიდან პრაქტიკულად არ მუშაობს.

"დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის. მთავარი კითხვა ის არის, თუ რას იძლევა ის სანაცვლოდ? რეალურად, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მატებას. გარდა ამისა, გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსული მხრიდან ფაქტობრივად არ მუშაობს." - აცხადებს კალასი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია,“
კაია კალასი
„დიზელის საწვავის გარიგება ნამდვილად საჩუქარია პუტინისთვის. მთავარი კითხვა ის არის, თუ რას იძლევა ის სანაცვლოდ? რეალურად, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მატებას. გარდა ამისა, გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსული მხრიდან ფაქტობრივად არ მუშაობს.“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები