ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისინი, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს" არ ეხება - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპზე, მასკსა და პუტინზე

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის, ილონ მასკისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესები დიდ ფინანსურ რესურსებსა და ენერგეტიკულ პროექტებს უკავშირდება. მისი თქმით, ომის ფონზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბიზნესგარიგებები მორალურ და პოლიტიკურ გამოწვევებს წარმოშობს.

ისინი, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს" არ ეხება - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპზე, მასკსა და პუტინზე
ისინი, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს" არ ეხება - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპზე, მასკსა და პუტინზერუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის, ილონ მასკისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესები უდიდესი ფინანსური რესურსებსა და შესაძლო ენერგეტიკული პროექტების გარშემოა, რის გამოც ისინი, ფაქტობრივად, "ერთ რესტორანში სხედან".

ზელენსკი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინელი ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პოტენციური ბიზნესგარიგებები უამრავ პოლიტიკურ გამოწვევასა და მორალურ წინააღმდეგობას წარმოშობს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ღიად და ხმამაღლა ამბობს, რომ მსგავსი პერსონაჟები მოსწონს და მათ პატივს სცემს მათ. მას მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ლიდერებად რჩებიან 20, 30 თუ 40 წლის განმავლობაში, ძლიერები არიან, რადგან ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებენ. ასე რომ, მეჩვენება... ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ საქმე ფულსა და უდიდეს სიმდიდრეს ეხება - პუტინი პირველი ყველაზე მდიდარი ადამიანია, ხოლო მეორე მასკია. ვფიქრობ, რომ... არა, მათ ერთმანეთს არ ვადარებ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ისინი, ასე ვთქვათ, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს არ ეხება."

რაც შეეხება ბიზნესს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეს ძალზე საინტერესო სფეროა. ვფიქრობ, მათ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება სურთ და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, ცხადია, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე ამის კეთება რთულია.

პოლიტიკურად ეს სავსებით არ არის მარტივი, რადგან ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: როგორ შეიძლება, მაშინ, როცა ვიღაცები გადარჩებინთვის იბრძვიან, სხვისი აგრესიის გამო იხოცებიან, შენ პარალელურად ბიზნესს აწარმოებდე ასეთ ძალებთან? შესაბამისად, აქ უამრავი რისკი და პოლიტიკური გამოწვევა იკვეთება." - აცხადებს ზელენსკი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ღიად და ხმამაღლა ამბობს, რომ მსგავსი პერსონაჟები მოსწონს და მათ პატივს სცემს მათ. მას მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ლიდერებად რჩებიან 20, 30 თუ 40 წლის განმავლობაში, ძლიერები არიან, რადგან ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებენ. ასე რომ, მეჩვენება... ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ საქმე ფულსა და უდიდეს სიმდიდრეს ეხება - პუტინი პირველი ყველაზე მდიდარი ადამიანია, ხოლო მეორე მასკია. ვფიქრობ, რომ... არა, მათ ერთმანეთს არ ვადარებ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ისინი, ასე ვთქვათ, "ერთ რესტორანში სხედან" და საქმე ქუჩის "ფასტფუდს არ ეხება." რაც შეეხება ბიზნესს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეს ძალზე საინტერესო სფეროა. ვფიქრობ, მათ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება სურთ და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, ცხადია, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე ამის კეთება რთულია. პოლიტიკურად ეს სავსებით არ არის მარტივი, რადგან ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: როგორ შეიძლება, მაშინ, როცა ვიღაცები გადარჩებინთვის იბრძვიან, სხვისი აგრესიის გამო იხოცებიან, შენ პარალელურად ბიზნესს აწარმოებდე ასეთ ძალებთან? შესაბამისად, აქ უამრავი რისკი და პოლიტიკური გამოწვევა იკვეთება.“
„რაც შეეხება ბიზნესს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეს ძალზე საინტერესო სფეროა. ვფიქრობ, მათ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება სურთ და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, ცხადია, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე ამის კეთება რთულია. პოლიტიკურად ეს სავსებით არ არის მარტივი, რადგან ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: როგორ შეიძლება, მაშინ, როცა ვიღაცები გადარჩებინთვის იბრძვიან, სხვისი აგრესიის გამო იხოცებიან, შენ პარალელურად ბიზნესს აწარმოებდე ასეთ ძალებთან? შესაბამისად, აქ უამრავი რისკი და პოლიტიკური გამოწვევა იკვეთება.“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?