პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ქალბატონ რუხაძესაც, მდინარაძესაც

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია დავით ოქიტაშვილის მიმართვის საფუძველზე შემოწმება ჩაატაროს და კითხვები დაუსვას როგორც თავად ოქიტაშვილს, ისე თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს. საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლის მოთხოვნას.

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ქალბატონ რუხაძესაც, მდინარაძესაც
პირველი არხი

პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას, თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც, ყველას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

კითხვა ეხებოდა კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძესა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელ მამუკა მდინრაძესთან დაკავშირებით „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის აღნიშნავს: „საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია“.

როგორც შარმანაშვილმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურებს.

„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. მთავარია ახლა, რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ რომ ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს – დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას ჰკითხავს, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიშარმანაშვილის თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს თინათინ რუხაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები