ჩვენი მიზანია, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში - გიორგი გაბუნია პარტიების აკრძალვის სარჩელზე
დეპუტატ გიორგი გაბუნიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირიდან 88 კანონმდებლის სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მათი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანი, ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი დანაყოფების დასრულებაა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები არსებობდეს.
"გადაწყვეტილების მიღება მათი ნებაა. სამართლებრივ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის. საკონსტიტუციო სასამართლო წარმართავს პროცესს ისე, როგორც ეს არის დადგენილი ქართული კანონმდებლობით.
საპარლამენტო საქმიანობაში არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არცერთ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულები არ იყვნენ. ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია, არ აქვთ არანაირი კავშირი საზოგადოებასთან.
პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რევოლუცია, სამოქალაქო არეულობა, შეტევა პარლამენტზე, შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, სისხლი, ცეცხლი - აი ეს არის ერთადერთი მიზანი მათი, რომელიც იყო დღის წესრიგში.
ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი დანაყოფები, რომლებიც ძალიან კოორდინირებულად და სინქრონულად მოქმედებდნენ გარე დავალების შესრულების პროცესში, უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, გვჭირდება ოპონირება და ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოლიტიკური ძალები", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.
88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.
ციტატები სტატიიდან
„გადაწყვეტილების მიღება მათი ნებაა. სამართლებრივ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის. საკონსტიტუციო სასამართლო წარმართავს პროცესს ისე, როგორც ეს არის დადგენილი ქართული კანონმდებლობით. საპარლამენტო საქმიანობაში არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არცერთ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულები არ იყვნენ. ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია, არ აქვთ არანაირი კავშირი საზოგადოებასთან. პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რევოლუცია, სამოქალაქო არეულობა, შეტევა პარლამენტზე, შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, სისხლი, ცეცხლი - აი ეს არის ერთადერთი მიზანი მათი, რომელიც იყო დღის წესრიგში. ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი დანაყოფები, რომლებიც ძალიან კოორდინირებულად და სინქრონულად მოქმედებდნენ გარე დავალების შესრულების პროცესში, უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვჭირდება ოპონირება და ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“
„და მათი დანაყოფები, რომლებიც ძალიან კოორდინირებულად და სინქრონულად მოქმედებდნენ გარე დავალების შესრულების პროცესში, უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვჭირდება ოპონირება და ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.