ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფლავების გაქურდვის ფაქტზე, ზესტაფონში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ზესტაფონში 12 საფლავის გაქურდვისა და ლითონის დეტალების მოპარვა-ჩაბარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საფლავების გაქურდვის ფაქტზე, ზესტაფონში 1 პირი დააკავეს
საფლავების გაქურდვის ფაქტზე, ზესტაფონში 1 პირი დააკავესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.

“სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
  2. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
  4. ბათუმელებიოპოზიციურისაფლავების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები