ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის - დიზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული დიზელის გატანაზე აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმება პუტინისთვის მარტივი ტაქტიკური გამარჯვებაა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი სისუსტე სურს, ხოლო უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული.

ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის - დეზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
“ყოველთვის მადლობელი ვიყავით მისი [ტრამპის] მხარდაჭერისთვის, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. და მან [ტრამპმა] უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს.
ეს ქმედება [უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა], ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე მისი სიტყვების შემდეგ, ეს ქმედება პირადად მის წინააღმდეგაა…
მათ [რუსებს] არ ადარდებთ ამერიკა რას ფიქრობს. მათ არ ადარდებთ არჩევნები აშშ-ში. მათ ნამდვილად აღელვებთ რა იქნება უკრაინის მხრივ, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს მათი მიზანია. მათ ეზიზღებათ ამერიკელები”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე გატანაზე რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმება ტაქტიკული გამარჯვება გახდა პუტინისთვის.
“ახლა პუტინი იცინის. ვინაიდან მისთვის ეს მარტივი გამარჯვებაა - ეს დიზელზე შეთანხმება. იგივე Starlink-ის დაბლოკვაზე. ეს მარტივი გამარჯვებაა, ტაქტიკური. Starlink-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, მაგრამ ასევე სამხედროები - ბრძოლის ველზე. რატომ იცინის პუტინი? ვინაიდან ეს მარტივი გამარჯვებაა მისთვის - ის ბრძოლის ველზე აგებს. ამდენი ადამიანი დაკარგა 2026 წელს - უზარმაზარი რაოდენობა, ყველაზე დიდი ამ ომის განმავლობაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ახლა პუტინი იცინის. ვინაიდან მისთვის ეს მარტივი გამარჯვებაა - ეს დიზელზე შეთანხმება. იგივე Starlink-ის დაბლოკვაზე. ეს მარტივი გამარჯვებაა, ტაქტიკური. Starlink-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, მაგრამ ასევე სამხედროები - ბრძოლის ველზე. რატომ იცინის პუტინი? ვინაიდან ეს მარტივი გამარჯვებაა მისთვის - ის ბრძოლის ველზე აგებს. ამდენი ადამიანი დაკარგა 2026 წელს - უზარმაზარი რაოდენობა, ყველაზე დიდი ამ ომის განმავლობაში“
„ყოველთვის მადლობელი ვიყავით მისი [ტრამპის] მხარდაჭერისთვის, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. და მან [ტრამპმა] უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს. ეს ქმედება [უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა], ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე მისი სიტყვების შემდეგ, ეს ქმედება პირადად მის წინააღმდეგაა… მათ [რუსებს] არ ადარდებთ ამერიკა რას ფიქრობს. მათ არ ადარდებთ არჩევნები აშშ-ში. მათ ნამდვილად აღელვებთ რა იქნება უკრაინის მხრივ, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს მათი მიზანია. მათ ეზიზღებათ ამერიკელები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.