ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ყველაზე მეტი დარღვევა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში დაფიქსირდა.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდაინტერპრესნიუსი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.