ბიძინა გიორგობიანი FBI-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მსოფლიოსა და ზესახელმწიფოების ლიდერები გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლება და თუ არ მოგვარდება ეს გლობალური კონფლიქტები და არ გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი და მძიმე სიტუაცია იქნება“
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ ზესახელმწიფოებს შორის ვიზიტები გახშირდება, რადგან გლობალური კონფლიქტების მოუგვარებლობისა და ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურების გამოჩენის გარეშე მსოფლიოში მძიმე და არაპროგნოზირებადი სიტუაცია იქნება.

„ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მსოფლიოსა და ზესახელმწიფოების ლიდერები გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლება და თუ არ მოგვარდება ეს გლობალური კონფლიქტები და არ გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი და მძიმე სიტუაცია იქნება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა FBI-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის პრეზიდენტისთვის, მგონი, ნოემბრის არჩევნები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ამერიკის მოქალაქეებისთვის დიზელის მოწოდება. ასე ჩქარა როგორ მოხდება დიზელის ტრანსპორტირება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ საერთოდ ტენდენცია იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ერთმანეთში მოილაპარაკებენ და პატარა სახელმწიფოები ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში რჩებიან, როგორიც ახლა უკრაინაა, საყოველთაოდ ცნობილია – ისტორიულადაც ცნობილია და მომავალშიც ასე იქნება. ვინც საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს არ დაიცავს და იხელმძღვანელებს ე.წ. ღირებულებებით და იდეოლოგიზირებული პლატფორმებით, როგორც ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, ყოველთვის ასეთ შედეგს მიიღებს.
რაც შეეხება ამ საერთაშორისო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, არამედ ირანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ ვითარებას. იქ ძალიან დაძაბული ვითარებაა, რამდენიმე გემი ჩაძირეს ირანულმა სამხედრო ძალებმა და მომავალი ენერგოკრიზისი ზამთრის დადგომისთანავე იქნება სახეზე — როგორც ევროპისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის, სხვათა შორის, ჩინეთისთვისაც.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა. ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მსოფლიოსა და ზემდსახელმწიფოების ლიდერები გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლება და თუ არ მოგვარდება ეს გლობალური კონფლიქტები და თუ არ გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ამ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი და მძიმე სიტუაცია იქნება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მსოფლიოსა და ზესახელმწიფოების ლიდერები გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლება და თუ არ მოგვარდება ეს გლობალური კონფლიქტები და არ გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი და მძიმე სიტუაცია იქნება“
„ამერიკის პრეზიდენტისთვის, მგონი, ნოემბრის არჩევნები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ამერიკის მოქალაქეებისთვის დიზელის მოწოდება. ასე ჩქარა როგორ მოხდება დიზელის ტრანსპორტირება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ საერთოდ ტენდენცია იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ერთმანეთში მოილაპარაკებენ და პატარა სახელმწიფოები ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში რჩებიან, როგორიც ახლა უკრაინაა, საყოველთაოდ ცნობილია – ისტორიულადაც ცნობილია და მომავალშიც ასე იქნება. ვინც საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს არ დაიცავს და იხელმძღვანელებს ე.წ. ღირებულებებით და იდეოლოგიზირებული პლატფორმებით, როგორც ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, ყოველთვის ასეთ შედეგს მიიღებს. რაც შეეხება ამ საერთაშორისო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, არამედ ირანისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ ვითარებას. იქ ძალიან დაძაბული ვითარებაა, რამდენიმე გემი ჩაძირეს ირანულმა სამხედრო ძალებმა და მომავალი ენერგოკრიზისი ზამთრის დადგომისთანავე იქნება სახეზე — როგორც ევროპისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის, სხვათა შორის, ჩინეთისთვისაც. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა. ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გახშირდება, ვინაიდან მსოფლიოსა და ზემდსახელმწიფოების ლიდერები გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლება და თუ არ მოგვარდება ეს გლობალური კონფლიქტები და თუ არ გამოჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ამ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი და მძიმე სიტუაცია იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.