პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ინიციირებული კანონპროექტის კომიტეტში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რაზეც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა.

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა
იმედინიუსი

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტის გამყარებაზე. გარე ჩარევა არის გამოწვევა, მით უმეტეს, არჩევნების ფონზე. ვინ, თუ არა საქართველომ ვიცით ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ასეთი ჩარევების პრევენციას მოახდენს და საფრანგეთი სწორედ ამას აკეთებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე: ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები