რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კომორის კუნძულების კავშირის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა
რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა. რუმინეთის თავდაცვის უწყება ჯერჯერობით არ ადასტურებს, გახდა თუ არა გემის დაზიანების მიზეზი დრონით დარტყმა.

მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სავაჭრო გადაზიდვებს - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კომორის კუნძულების კავშირის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა.
ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. რუმინეთის თავდაცვის უწყება ჯერჯერობით არ ადასტურებს, გახდა თუ არა გემის დაზიანების მიზეზი დრონით დარტყმა. მიმდინარეობს გამოძიება.
ოქტომბრის დასაწყისიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე თავდასხმების შედეგად უკვე 23 მეზღვაური დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.