იტალიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
იტალიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო, სადაც ის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ორ სესიაზე სიტყვით გამოვა.

იტალიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. შალვა პაპუაშვილი რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე, ასევე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი იტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დატვირთული, საინტერესო დისკუსიები.
"ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დატვირთული, საინტერესო დისკუსიები. რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიზანი იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დისკუსიები, ერთის მხრივ გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ჩვენს სახელმწიფოს.
მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანი იქნება, საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც ორიენტირებულია ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, პარლამენტების როლთან დაკავშირებით, ამაშიც გვინდა, რომ საინტერესო წვლილი შევიტანოთ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით რომშია
ლევან მახაშვილი იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები
ციტატები სტატიიდან
„ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დატვირთული, საინტერესო დისკუსიები. რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიზანი იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დისკუსიები, ერთის მხრივ გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ჩვენს სახელმწიფოს. მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანი იქნება, საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც ორიენტირებულია ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, პარლამენტების როლთან დაკავშირებით, ამაშიც გვინდა, რომ საინტერესო წვლილი შევიტანოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…