გიორგი სიორიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებზე აუცილებლად ჩავერთვებით, სარჩელი იმდენად აბსურდულია, ძალიან მარტივია სამართლებრივი გაცამტვერება, არგუმენტებით განადგურება
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებში აუცილებლად ჩაერთვება, რათა „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის „აბსურდული სარჩელი“ სამართლებრივი არგუმენტებით გააცამტვეროს.

საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად ჩავერთვებით თვითონ პროცესებზე, – ასე უპასუხა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ჩაერთვება თუ არა მათი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირიდან დაგეგმილ სასამართლო პროცესებში.
„ჩვენს პოლიტიკურ ძალას უკვე ერთი წელია, გვაქვს ინფორმაცია, რომ აკრძალვას გვიპირებენ. მანამდე, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ გავასაჩივრეთ ის კანონმდებლობა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და, რომლის საფუძველზეც შემდეგ გვკრძალავენ, მაგრამ იმდენად აბსურდთან მივედით, ვეუბნებით, რის საფუძველზეც გვკრძალავთ, არაკონსტიტუციურიათქო, მაგრამ არაო, ჯერ ეს უნდა განვიხილოთ და მერე ვიმსჯელოთ იმაზე, კონსტიტუციური იყო თუ არა ის ნორმები, რომლის საფუძველზეც გვინდა თქვენი აკრძალვაო. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ერთი წელია, ვართ მზად. მე დარწმუნებული ვარ, იმ 88 დეპუტატიდან ალბათ, რამდენიმეს აქვს საერთოდაც წაკითხული, მაგრამ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი არის იმდენად აბსურდული თავისი შინაარსით, რომ ძალიან მარტივი არის იქ სამართლებრივი გაცამტვერება, არგუმენტებით განადგურება“, – განაცხადა
სიორიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა არგუმენტებით აპირებენ ბრალდებების განეიტრალებას, რადგან ხელისუფლება მათ ედავება საბოტაჟს, კონსტიტუციური წყობილების არაღიარებას და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას, სიორიძემ უპასუხა „ხვდებით ხომ თქვენ თვითონ, რამხელა აბსურდი არის ახლა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ? ჩვენ არ ვაღიარებთ თურმე კონსტიტუციურ წყობილებას. არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა გასულ წელს, 4 ოქტომბერს ხომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მივიღეთ 2024 წელსაც“.
14.10.2026
ინტერვიუ გიორგი სიორიძესთან #დღისთემა
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა საპარლამენტო ბოიკოტში დარჩენა და მანდატებზე უარის თქმა, რაზეც სიორიძემ თქვა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი და პარლამენტის დატოვება ეს არის პოლიტიკური აქტი.
„მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში საკუთარი აზრის ქონა და ამის გამოცხადება ასე, ეს არის დემოკრატიულ სისტემაში პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური პოზიციონირების ფუნდამენტური ნაწილი. ამაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ აქვს ნათქვამი ხაზგასმით, რომ სწორედ ეს საკითხი არა თუ არის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა, არამედ დემოკრატიის ფუნდამენტი. „კასტელი ესპანეთის წინააღმდეგ“ არის მაგალითი ასეთი გადაწყვეტილებისა“, – განაცხადა სიორიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა სათადარიგო გეგმა აქვთ მზად იმ შემთხვევაში, თუ პარტიას აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, სიორიძემ განაცხადა, რომ შედეგები, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით, შეიძლება, იყოს სხვადასხვა და აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ სამართლებრივი შედეგებიდან, არამედ პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი არის და შესაბამისად, ამ პროცესზე რეაგირების სხვადასხვა მექანიზმი აქვთ შემუშავებული.
„ამაზე ნაფიქრი გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთი წელია, ვფიქრობთ და ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური პასუხები; ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან და პირველ რიგში, ჩვენ მოვემსახურებით ჩვენი ამომრჩევლის, ქართული საზოგადოების დაკვეთას. პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირე არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხი. ახლა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ მეკითხებით თქვენ, ეს, მგონი, უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა სტრატეგია გვაქვს და რაღაც სხვადასხვა სცენარში რაღაც ასეთი კარტები გავშალო“, – განაცხადა სიორიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენს პოლიტიკურ ძალას უკვე ერთი წელია, გვაქვს ინფორმაცია, რომ აკრძალვას გვიპირებენ. მანამდე, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ გავასაჩივრეთ ის კანონმდებლობა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და, რომლის საფუძველზეც შემდეგ გვკრძალავენ, მაგრამ იმდენად აბსურდთან მივედით, ვეუბნებით, რის საფუძველზეც გვკრძალავთ, არაკონსტიტუციურიათქო, მაგრამ არაო, ჯერ ეს უნდა განვიხილოთ და მერე ვიმსჯელოთ იმაზე, კონსტიტუციური იყო თუ არა ის ნორმები, რომლის საფუძველზეც გვინდა თქვენი აკრძალვაო. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ერთი წელია, ვართ მზად. მე დარწმუნებული ვარ, იმ 88 დეპუტატიდან ალბათ, რამდენიმეს აქვს საერთოდაც წაკითხული, მაგრამ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი არის იმდენად აბსურდული თავისი შინაარსით, რომ ძალიან მარტივი არის იქ სამართლებრივი გაცამტვერება, არგუმენტებით განადგურება“
„ხვდებით ხომ თქვენ თვითონ, რამხელა აბსურდი არის ახლა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ? ჩვენ არ ვაღიარებთ თურმე კონსტიტუციურ წყობილებას. არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა გასულ წელს, 4 ოქტომბერს ხომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მივიღეთ 2024 წელსაც“
„მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში საკუთარი აზრის ქონა და ამის გამოცხადება ასე, ეს არის დემოკრატიულ სისტემაში პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური პოზიციონირების ფუნდამენტური ნაწილი. ამაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ აქვს ნათქვამი ხაზგასმით, რომ სწორედ ეს საკითხი არა თუ არის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა, არამედ დემოკრატიის ფუნდამენტი. „კასტელი ესპანეთის წინააღმდეგ“ არის მაგალითი ასეთი გადაწყვეტილებისა“
„ამაზე ნაფიქრი გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთი წელია, ვფიქრობთ და ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური პასუხები; ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან და პირველ რიგში, ჩვენ მოვემსახურებით ჩვენი ამომრჩევლის, ქართული საზოგადოების დაკვეთას. პოლიტიკურ ბრძოლას არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირე არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხი. ახლა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ მეკითხებით თქვენ, ეს, მგონი, უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა სტრატეგია გვაქვს და რაღაც სხვადასხვა სცენარში რაღაც ასეთი კარტები გავშალო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.