ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივა

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივლენ და სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ, რათა მმართველი პარტია საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ამხილონ.

ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივა
ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივაფორმულა

ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივლენ და მონაწილეობას მიიღებენ.

გიორგი სიორიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც ქართულ ოცნებას ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინა, რათა ქართულმა ოცნებამ გადაიხადოს "უმძიმესი პოლიტიკური ფასი".

"კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო” 21 ოქტომბრიდან, თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის. “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი", - განაცხადა მან.

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვაზე ქართული ოცნების სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს დაიწყებს და ის 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო” 21 ოქტომბრიდან, თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება, სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის. “ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?