ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაზების გადამოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა მაღალი შემოსავლის გამო ოჯახებს შემწეობა აღარ ეკუთვნოდათ. მისი თქმით, გადამოწმების არჩევნებთან დაკავშირება აბსურდია, ოპონენტების მხრიდან პროცესის კრიტიკა კი სპორტს დაემსგავსა.

მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი
მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორიიმედინიუსი

თვითონაც ხვდებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც აკრიტიკებენ, უალტერნატივოდ სწორია. მათ შორის იყო მიმდინარე წლის მარტში დაწყებული ჩვენი აქტივობა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებას უკავშირდებოდა. როგორც იცით, ეს პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ საუბრისას.

მინისტრის განმარტებით, დროთა განმავლობაში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იცვლება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება, რათა საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახების რეალურ მდგომარეობას შეესაბამებოდეს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბაზა რეალურად ასახავდეს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელთა დახმარებაც გვინდა და სისტემა სამართლიანი იყოს. დასაწყისში ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ადამიანს მაღალი შემოსავალი ჰქონდა და ასეთ ოჯახს 60-ლარიანი შემწეობის მიცემა სჭირდება? არ მგონია, ეს საჭირო იყოს.

ბუნებრივია, როდესაც გადამოწმების პროცესი დავიწყეთ, შევეცადეთ, პირველ რიგში, ასეთი ოჯახების მდგომარეობა შეგვესწავლა. შედეგად, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით, ოჯახს აღარ ეკუთვნოდა ის სარეიტინგო ქულა, რომელიც ოთხი-ხუთი წლის წინ ჰქონდა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს წევრების დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის შედეგად. ამასთან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია ავტომატურად არ გულისხმობს საარსებო შემწეობის მიღებას, რადგან დახმარების დანიშვნა შესაბამის სარეიტინგო ქულაზეა დამოკიდებული. ბაზაში რეგისტრირებულ პირებს კი სხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობაც შეუძლიათ, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით.

მისივე განმარტებით, ოჯახის შემადგენლობის ცვლილებაც, მაგალითად, ახალი წევრის დამატება ან ოჯახის წევრის გარდაცვალება, მონაცემების განახლებისა და მდგომარეობის გადამოწმების საფუძველია. შესაბამისად, ეს მუდმივი პროცესია და მისი შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, იმიტომ რომ მაგალითად, დემოგრაფიული მდგომარეობაც რომ ეცვლება ოჯახს, წევრი დაემატა, ან გარდაიცვალა, ასეთ შემთხვევაშიც ეს გადამოწმების საფუძველია. მონაცემების განახლება ხდება და ზუსტად ამაზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„ამასთანავე, მსოფლიო ბანკთან ერთად მეთოდოლოგიის განახლებაზეც ვმუშაობთ. ესეც, ბუნებრივია, გარკვეულ გავლენას მოახდენს პროცესზე. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს პოლიტიკური ინსტრუმენტია, მერწმუნეთ აბსურდია. დინამიკასაც რომ დავაკვირდეთ, როდის რა ხდებოდა და ა.შ. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს საფუძველი, განაცხადოს, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. ასეთი მითების შეთხზვა შეიძლება ვინმეს ინტერესს წარმოადგენდეს, მაგრამ ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დავსვათ კითხვა: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამასთანავე, მსოფლიო ბანკთან ერთად მეთოდოლოგიის განახლებაზეც ვმუშაობთ. ესეც, ბუნებრივია, გარკვეულ გავლენას მოახდენს პროცესზე. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს პოლიტიკური ინსტრუმენტია, მერწმუნეთ აბსურდია. დინამიკასაც რომ დავაკვირდეთ, როდის რა ხდებოდა და ა.შ. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს საფუძველი, განაცხადოს, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. ასეთი მითების შეთხზვა შეიძლება ვინმეს ინტერესს წარმოადგენდეს, მაგრამ ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. დავსვათ კითხვა: ისინი, ვინც დღეს ბაზების გადამოწმების დაწყებას აკრიტიკებენ, მანამდე, სანამ ამ პროცესს დავიწყებდით, ალბათ თავადაც ამბობდნენ, რომ ბაზები გადასამოწმებელი იყო. ეს მათი მხრიდან სპორტს დაემსგავსა. რაღაც ხომ უნდა იყოს ან სწორი, ან არასწორი“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?