ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული და ქვეყნის მთავარი ამოცანა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა.

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბებარუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East" მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - "მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი".

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის რეგიონულ განზომილებასა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

"საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ხოლო იმ ეკონომიკურ პარტნიორობებს, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ, საქართველოსთვის დამატებითი ღირებულება მოაქვს. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვადასხვა რეგიონთან. ეს საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

"ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა, უდავოდ, სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გავლენას ახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს ორივე რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია, ხოლო მათ შორის კავშირები დიდ მნიშვნელობას იძენს როგორც ფართო რეგიონული, ისე, შესაძლოა, გლობალური თანამშრომლობის ჭრილშიც", - აღნიშნა მინისტრმა.

რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

"დღეს საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას აკავშირებს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებული კონფლიქტების გავლენაზე და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუწყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს არაერთი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტის განხორციელება, რომლებიც დღეს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება.

"ჩვენი ამოცანაა, ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება - არა მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სტაბილურ პერიოდებშიც", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვადასხვა რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

"ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება მდგრადობის მიღწევის გზა არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი თანამშრომლობის განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, რიმ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი, მანიშ ტევარი, იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ბიშერ ალ-ხასავნე. სესიას მოდერაციას უწევდა „აზია ჯგუფის“ (The Asia Group) პარტნიორი და თავმჯდომარე, აშოკ მალიკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ხოლო იმ ეკონომიკურ პარტნიორობებს, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ, საქართველოსთვის დამატებითი ღირებულება მოაქვს. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვადასხვა რეგიონთან. ეს საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის,“
მაკა ბოჭორიშვილი
„დღეს საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას აკავშირებს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით“
მაკა ბოჭორიშვილი
„ჩვენი ამოცანაა, ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება - არა მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სტაბილურ პერიოდებშიც“
მაკა ბოჭორიშვილი
„ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება მდგრადობის მიღწევის გზა არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი თანამშრომლობის განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?