პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაჭაში რთველი დაიწყო - 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი

რაჭაში რთველი დაიწყო, სადაც სუბსიდირების პირობით კომპანიებმა მევენახეებს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 8 ლარი უნდა გადაუხადონ. 14 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უკვე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული.

რაჭაში რთველი დაიწყო - 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი
რუსთავი 2

რაჭაში რთველი დაიწყო. 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების - "ხვანჭკარა" და "რაჭა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურირაჭაში რთველი დაიწყო - ხვანჭკარის მიკროზონაში სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურირაჭაში რთველი დაიწყო
  3. რუსთავი 2სამთავრობორაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - ხარისხისა და ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულნი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები