ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაცია

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან რემონტში 130 000 ლარი დახარჯა, ხოლო ნაღდი სახით 14 500 ლარის დანაზოგი აქვს. დოკუმენტის მიხედვით, ფერაძის წლიურმა ხელფასმა 84 387 ლარი შეადგინა, მისმა მოსამართლე მეუღლემ კი 117 847 ლარი აიღო.

რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაცია
რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაციაBM.GE

შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორმა 2025 წელს ხელფასის სახით 84 387 ლარი მიიღო. მისმა ცოლმა ქრისტინე კოპალიანმა კი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოსამართლეა 117 847 ლარის ხელფასი აიღო.

ბექა ფერაძის მიერ შევსებული 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზეა რეგისტრირებული 2024 წელს 200 000 დოლარად შეძენილი თბილისში, სოფელ დიღომში 501 კვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლი, მისი ცოლის სახელზე კი ასევე 2024 წელს სოფელ დიღომში 61 800 დოლარად შეძენილი 61.8 კვ.მ.-ის ბინაა. ქრისტინე კოპალიანის საკუთრებაშია ასევე 2024 წელს 11 140 დოლარად ნაყიდი Mercedes Benc GLE 350.

მთავარი შრომის ინსპექტორი ფლობს „ბიფერა გრუპის“ 100%-იან წილს, რომელიც მინდობით მართვაში ბესიკ ფერაძისთვის აქვს გადაცემული. მისი ცოლი კი შპს „ჯანმრთელ თაობაში“ 10%-იანი წილის მფლობელია.

ბექა ფერაძეს ნაღდი ფულის სახით 14 500 ლარის დანაზოგი აქვს. გასულ - 2025 წელს ფერაძე გასავალში უთითებს რემონტის ხარჯებს, რომლის მოცულობამაც 130 000 ლარი შეადგინა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბექა ფერაძეს და მის ცოლს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები „ბაზისბანკში“ აქვთ აღებული. აქედან 105 000 ლარი შრომის მთავარმა ინსპექტორმა გასულ წელს რემონტისთვის აიღო.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?