ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი: “სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ სვეტიცხოველი ეროვნული იდენტობის სიმბოლოა, და თანამედროვე გამოწვევების ფონზე საზოგადოებას ქრისტიანული ღირებულებებისა და ერთსულოვნების განმტკიცებისკენ მოუწოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: “სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი”
მიხეილ ყაველაშვილი: “სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი”POSTV

“ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში – ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის კვართი.

სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი.

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს – ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია.

დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები.

ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს“
მიხეილ ყაველაშვილი
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში – ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი საძირკველი ჩაიყარა. სწორედ აქ განისვენებს სხვა სიწმინდეებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის კვართი. სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა. სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს – ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ჩვენი ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საწყისებსა და სიღრმისეულად გავითავისოთ ისინი. ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა იმისათვის, რათა ჩვენს სახელმწიფოში კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქრისტიანული ღირებულებები. ბოლოს მსურს, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“
მიხეილ ყაველაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?