მოლდოვის პარლამენტის სპიკერი – საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით
მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოლდოვის სწრაფი ევროინტეგრაციის შურს და საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება, თუმცა რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე შეზღუდვები მაინც დააწესა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, რადგანაც შურს ჩვენი სწრაფი ევროინტეგრაციის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან რუსეთში პროდუქტის შეტანა, – ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერს დაუსვეს კითხვა მოლდოვისა და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობების შესახებ.
მისი თქმით, რუსეთი არ სცემს პატივს მეზობელ სახელმწიფოებს. ამის მაგალითად გროსუმ მოიყვანა საქართველო, რომელსაც, მისივე თქმით, „მოსკოვთან ურთიერთობების კიშენეუსგან განსხვავებული ტაქტიკა აქვს არჩეული, თუმცა რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან პროდუქციის იმპორტი“.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცა რუსეთი საქართველოს, რომელსაც სხვა ტაქტიკა აქვს არჩეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ გააკრიტიკოს მოლდოვა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შურია, რომ მოლდოვა უფრო სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მიუხედავად ამ გაორებული პოზიციისა, რითაც საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში და ასეთი ცინიკური ფორმით ცდილობს, მიიღოს შემოსავალი ამ ომისგან, და ეს, ცხადია, მათი პოლიტიკური არჩევანია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ ვკითხულობთ, რომ რუსეთის „როსპოტრებნადზორს“ არ მოსწონს არც ქართული ღვინო, არც მინერალური წყალი, არც ლუდი, არც ხილი. ეს არის ჩვენთვის დეჟა ვუ. მოლდოვამ ეს უკვე გამოიარა, როდესაც ჩვენს ღვინოს ტრაქტორებით ჭყლეტდნენ. ეს არის იმის მაგალითი, როგორ უპატივცემულოდ ექცევა აგრესორი ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებს“, – განაცხადა იგორ გროსუმ.
ციტატები სტატიიდან
„მოსკოვთან ურთიერთობების კიშენეუსგან განსხვავებული ტაქტიკა აქვს არჩეული, თუმცა რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან პროდუქციის იმპორტი“
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცა რუსეთი საქართველოს, რომელსაც სხვა ტაქტიკა აქვს არჩეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ გააკრიტიკოს მოლდოვა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შურია, რომ მოლდოვა უფრო სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მიუხედავად ამ გაორებული პოზიციისა, რითაც საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში და ასეთი ცინიკური ფორმით ცდილობს, მიიღოს შემოსავალი ამ ომისგან, და ეს, ცხადია, მათი პოლიტიკური არჩევანია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ ვკითხულობთ, რომ რუსეთის „როსპოტრებნადზორს“ არ მოსწონს არც ქართული ღვინო, არც მინერალური წყალი, არც ლუდი, არც ხილი. ეს არის ჩვენთვის დეჟა ვუ. მოლდოვამ ეს უკვე გამოიარა, როდესაც ჩვენს ღვინოს ტრაქტორებით ჭყლეტდნენ. ეს არის იმის მაგალითი, როგორ უპატივცემულოდ ექცევა აგრესორი ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.