ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტერგაციის მიმართულებით

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი იგორ გროსუ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების არიდებაში დახმარებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოლდოვის სწრაფი ევროინტეგრაციის შურს.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტერგაციის მიმართულებით
მოლდოვის პარლამენტის სპიკერი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტერგაციის მიმართულებითპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, რადგანაც შურს ჩვენი სწრაფი ევროინტეგრაციის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან რუსეთში პროდუქტის შეტანა, – ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერს დაუსვეს კითხვა მოლდოვისა და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობების შესახებ.

მისი თქმით, რუსეთი არ სცემს პატივს მეზობელ სახელმწიფოებს და ამის მაგალითად მოიყვანა საქართველო, რომელსაც მისივე თქმით მოსკოვთან ურთიერთობების კიშენაუსგან განსხვავებული ტაქტიკა აქვს არჩეული, და მიუხედავად ამისა რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან პროდუქციის იმპორტი.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცა რუსეთი საქართველოს, რომელსაც სხვა ტაქტიკა აქვს არჩეული. საქართველოს პრემიერ-მინსტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ გააკრიტიკოს მოლდოვა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შურია, რომ მოლდოვა უფრო სწრაფად მოძრაობს ევროინტერგაციის მიმართულებით, მიუხედავდ ამ გაორებული პოზიციისა, რითაც საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში და ასეთი ცინიკური ფორმით ცდილობს, მიიღოს შემოსავალი ამ ომისგან, და ეს ცხადია მათი პოლიტიკური არჩევანია. მაგარამ მიუხედვად ამისა, დღეს ჩვენ ვკითხულობთ, რომ რუსეთის „როსპოტრებნაზდორს“ არ მოსწონს არც ქართული ღვინო, არც მინერალური წყალი, არც ლუდი, არც ხილი. ეს არის ჩვენთვის დეჟა ვუ. მოლდოვამ ეს უკვე გამოიარა, როდესაც ჩვენს ღვინოს ტრაქტორებით ჭყლეტდნენ. ეს არის იმის მაგალითი, როგორ უპატივცემულოდ ექცევა აგრესორი ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებს“, – განაცხადა იგორ გროსუმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცა რუსეთი საქართველოს, რომელსაც სხვა ტაქტიკა აქვს არჩეული. საქართველოს პრემიერ-მინსტრი ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ გააკრიტიკოს მოლდოვა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შურია, რომ მოლდოვა უფრო სწრაფად მოძრაობს ევროინტერგაციის მიმართულებით, მიუხედავდ ამ გაორებული პოზიციისა, რითაც საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში და ასეთი ცინიკური ფორმით ცდილობს, მიიღოს შემოსავალი ამ ომისგან, და ეს ცხადია მათი პოლიტიკური არჩევანია. მაგარამ მიუხედვად ამისა, დღეს ჩვენ ვკითხულობთ, რომ რუსეთის „როსპოტრებნაზდორს“ არ მოსწონს არც ქართული ღვინო, არც მინერალური წყალი, არც ლუდი, არც ხილი. ეს არის ჩვენთვის დეჟა ვუ. მოლდოვამ ეს უკვე გამოიარა, როდესაც ჩვენს ღვინოს ტრაქტორებით ჭყლეტდნენ. ეს არის იმის მაგალითი, როგორ უპატივცემულოდ ექცევა აგრესორი ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებს“
იგორ გროსუ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?