მოლდოვაში განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შურს მათი წარმატებული ევროინტეგრაციის და იმიტომ აკრიტიკებს
მოლდოვის პარლამენტის სპიკერ იგორ გროსუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შურის გამო აკრიტიკებს, რადგან მოლდოვა ევროკავშირისკენ უფრო სწრაფად მიიწევს.

საქართველოს ხელისუფლება მოლდოვის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ შურს მისი ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების.
ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა და მმართველი პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს… მოლდოვის მიმართ შურის გამო, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სპიკერმა ტელეკომპანია TV-8-ის ეთერში.
ერთი კვირის წინა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში უსწრებენ, “ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ”. როგორც ცნობილია, უკრაინაც და მოლდოვაც წინ მიიწევენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ უკვე გახსნეს მოლაპარაკებების ეტაპი. საქართველომ ეს ვერ მოახერხა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ არჩეული კურსის გამო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი “მხოლოდ ქაღალდზე რჩება”.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს… მოლდოვის მიმართ შურის გამო, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე“
„ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.