ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“400%-ით გაიზარდა პრემიერის ხელფასი 2024 წლის შემდეგ – ვეტერანების დახმარება კი, წლებია უკვე ლარითაც არ გაზრდილა” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტ სალომე სიმონიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი 400%-ით გაიზარდა და 2027 წლიდან 17 350 ლარი გახდება, მაშინ როცა ვეტერანების ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება წლებია არ გაზრდილა.

“400%-ით გაიზარდა პრემიერის ხელფასი 2024 წლის შემდეგ – ვეტერანების დახმარება კი, წლებია უკვე ლარითაც არ გაზრდილა” – სალომე სიმონია
“400%-ით გაიზარდა პრემიერის ხელფასი 2024 წლის შემდეგ – ვეტერანების დახმარება კი, წლებია უკვე ლარითაც არ გაზრდილა” – სალომე სიმონიაალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

✅️400%-ით გაიზარდა პრემიერის ხელფასი 2024 წლის შემდეგ.

❌️ვეტერანების დახმარება კი, წლებია უკვე ლარითაც არ გაზრდილა.

✅️პრემიერ-მინისტრს 2027 წლიდან 17,350 ლარიანი ხელფასი ექნება.

❌️ვეტერანებს თვიურად მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი ერიცხებათ.

❗️ჩინოვნიკის ხელფასი 173-ჯერ აღემატება ვეტერანის დახმარებას.

იმ ჩინოვნიკისა, რომელიც არც ჯარშია ნამყოფი, არც საოკუპაციო ხაზთან და 2008 წლის ომის დროს, როცა 30 წლის იყო, ქვეყნის დასაცავად კი არ წავიდა, არამედ, გაეროში (UNDP) პროექტების ექსპერტობით იყო დაკავებული.

ხმა არც მაშინ ამოუღია, როცა მატლიან და დაობებულ საჭმელს აჭმევდნენ თურმე ჯარისკაცებს. არც მაშინ, როცა მინისტრი ბურჭულაძე და სხვები ჯარს დაუნდობლად ძარცვავდნენ.

ამ დროს, არსებული მონაცემებით, ბოლო 12 წელია, წელიწადში 2 ჯარისკაცი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს.

კობახიძის ხელფასი 400%-ით კი იზრდება, მაგრამ რიგითი ჯარისკაცის ხელფასი წინა წელს მხოლოდ 195 ლარით გაიზარდა და 2142 გახდა. წელს ალბათ, 8,4%-ით გაეზრდებათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?