ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ვენეციის კომისია პოლიტიზებულია და სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა.

ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას ახსენებს, წლების წინ როგორ უხეშად დაიწყო ვენეციის კომისიამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.
„ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია საზოგადოებას შევახსენო თუ როგორ უხეშად დაიწყეს ჩვენს საქმეებში ჩარევა და მოგვიწოდეს კონსტიტუციიდან ამოგვეღო ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. აქედან დაიწყო მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ასევე მათი თავხედური შეფასება, რომ ენჯეოსთვის გამჭვირვალობა არ შეიძლებოდა და არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოჰყოლია. ზოგადად პოლიტიზებული ეს ინსტიტუტი, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია საზოგადოებას შევახსენო თუ როგორ უხეშად დაიწყეს ჩვენს საქმეებში ჩარევა და მოგვიწოდეს კონსტიტუციიდან ამოგვეღო ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. აქედან დაიწყო მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ასევე მათი თავხედური შეფასება, რომ ენჯეოსთვის გამჭვირვალობა არ შეიძლებოდა და არანაირი ახსნა-განმარტება ამას არ მოჰყოლია. ზოგადად პოლიტიზებული ეს ინსტიტუტი, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.