ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
„ხალხის ძალის“ დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, განახლებულ ბიუჯეტში უნდა აისახოს ომის ვეტერანების დახმარების გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და მედიკოსებისთვის უფასო რეზიდენტურა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებებს ხმარდება საბიუჯეტო თანხები.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას, „ხალხის ძალამ“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა - ვეტერანებისათვის ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის.
„სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი.
სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა - არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის - სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა.
სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ციტატები სტატიიდან
„სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა - არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის - სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.