ტრამპის განცხადებით, გრენლანდიაში მალე გაზის, ნავთობისა და მინერალური რესურსების მოპოვება დაიწყება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვებისთვის მზადება იწყება. მისივე თქმით, კუნძულს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოპოვება დაიწყება.
„ჩვენს ახალ და ულამაზეს გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვებისთვის მზადება იწყება! ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ იქ ადვილად ხელმისაწვდომი ნავთობის მარაგები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ მარაგებს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ისა და ევროპის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების თვალსაზრისით. გრენლანდიას უსაფრთხოების სფეროში ბადალი არ ჰყავს“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა თავის განცხადებაში გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობა აღნიშნა.
„მომავალში შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი თავდასხმა გრენლანდიის გავლით უნდა განხორციელდეს, სადაც ჩვენი თავდაცვითი სისტემა რეგულარულად ჩამოაგდებს დრონებს, რაკეტებსა თუ სხვა ტიპის ნებისმიერ იარაღს, რომლის შესახებაც ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. გრენლანდია გვაძლევს დროს, სტრატეგიულ მდებარეობასა და სამიზნის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას - ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადგილი ვერ გვთავაზობს!“, - დასძინა მან.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენს ახალ და ულამაზეს გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მასშტაბური მოპოვებისთვის მზადება იწყება! ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ იქ ადვილად ხელმისაწვდომი ნავთობის მარაგები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ მარაგებს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ისა და ევროპის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების თვალსაზრისით. გრენლანდიას უსაფრთხოების სფეროში ბადალი არ ჰყავს“
„მომავალში შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი თავდასხმა გრენლანდიის გავლით უნდა განხორციელდეს, სადაც ჩვენი თავდაცვითი სისტემა რეგულარულად ჩამოაგდებს დრონებს, რაკეტებსა თუ სხვა ტიპის ნებისმიერ იარაღს, რომლის შესახებაც ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. გრენლანდია გვაძლევს დროს, სტრატეგიულ მდებარეობასა და სამიზნის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას - ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადგილი ვერ გვთავაზობს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.