ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?

ვატიკანის ცნობით, 71 წლის რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა და ჯემელის კლინიკაში მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოჰკვეთეს. ექიმების განცხადებით, 90-წუთიანმა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?
რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?BM.GE

რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა. ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახურის მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

მათივე ცნობით, 71 წლის პონტიფიქსი რომის ჯემელის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოჰკვეთეს.

ოპერაციისას ჩატარებულმა ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი დაადასტურა. ექიმებს სიმსივნის არსებობაზე ეჭვი ჯერ კიდევ ოპერაციამდელი გამოკვლევების საფუძველზე ჰქონდათ.

პაპი საოპერაციო ოთახში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, უშუალოდ ქირურგიულმა ჩარევამ კი 90 წუთს გასტანა. ექიმების განცხადებით, ოპერაციამ ყოველგვარი გართულებების გარეშე, წარმატებით ჩაიარა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?