ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადასტურების და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რომის პაპმა პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელა

ფილტვის კიბოს დიაგნოზისა და ოპერაციის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მორწმუნეებს ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადასტურების და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რომის პაპმა პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელა
ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადასტურების და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რომის პაპმა პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელარუსთავი 2

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადასტურების და ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომის პაპმა ლეო XIV-მ პირველი წერილობითი მიმართვა გაავრცელა. ოფიციალური დოკუმენტი ვატიკანის ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მიმართვა ეძღვნება ვატიკანში გამართულ შეხვედრას, რომელიც საეკლესიო დოკუმენტის (Amoris Laetitia) მიღების მეათე წლისთავს უკავშირდებოდა. რომის პაპმა ღონისძიებაზე პირადად დასწრება ვერ შეძლო, რის გამოც იქ შეკრებილ სასულიერო პირებსა და ოჯახებს წერილი გაუგზავნა.

"როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეების განმავლობაში ვერ შევძელი თქვენ შორის ყოფნა. გულითადად გიხდით მადლობას თქვენი ლოცვებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელიც ერთად გასწიეთ. თქვენი გამოცდილების გაზიარება და ყურადღებიანი მოსმენა ნამდვილად საჩუქარია მთელი ეკლესიისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ ოჯახების, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ სიხარულზე, სირთულეებსა და იმედებზე", - აღნიშნავს ლეო XIV.

წერილში ნათქვამია, რომ პაპი შეხვედრის შედეგებსა და დისკუსიების მასალებს დეტალურად გაეცნობა, საკუთარ მოსაზრებებს კი მოგვიანებით წარადგენს. მანამდე მან სასულიერო პირებს მოუწოდა, მიღებული გამოცდილება თავიანთ ეპარქიებს გაუზიარონ, ხოლო ოჯახები ადგილობრივი ეკლესიების საქმიანობაში აქტიურად ჩართონ.

მიმართვის ბოლოს რომის პაპმა მრევლს მხარდაჭერა გამოუცხადა და ლოცვა სთხოვა:

"ილოცოთ ჩემთვის ისევე, როგორც მე ვლოცულობ თქვენთვის. ყველა თქვენგანს სიხარულით განიჭებთ ჩემს სამოციქულო კურთხევას", - წერს რომის პაპი.

ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეების განმავლობაში ვერ შევძელი თქვენ შორის ყოფნა. გულითადად გიხდით მადლობას თქვენი ლოცვებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელიც ერთად გასწიეთ. თქვენი გამოცდილების გაზიარება და ყურადღებიანი მოსმენა ნამდვილად საჩუქარია მთელი ეკლესიისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ ოჯახების, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ სიხარულზე, სირთულეებსა და იმედებზე“
ლეო XIV
„ილოცოთ ჩემთვის ისევე, როგორც მე ვლოცულობ თქვენთვის. ყველა თქვენგანს სიხარულით განიჭებთ ჩემს სამოციქულო კურთხევას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?