პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვატიკანი - რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ლეოს მარჯვენა ფილტვის ნაწილის ამოკვეთის შემდეგ ფილტვის კიბო (ადენოკარცინომა) დაუდგინდა. 71 წლის პაპს ოპერაცია რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში ჩაუტარდა და ექიმების განცხადებით, პროცესმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

ვატიკანი - რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს
ინტერპრესნიუსი

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს, - ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიულეტენში აღნიშნულია, რომ პაპს აღენიშნება ფილტვის ადენოკარცინომა. ოპერაციის დროს ჩატარებულმა ქსოვილის ანალიზმა დაადასტურა ის დიაგნოზი, რომელსაც ექიმები წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე ვარაუდობდნენ.

71 წლის პაპი გუშინ რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმ წარმონაქმნის მოსაშორებლად, რომელიც ექიმებმა რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ფილტვზე აღმოაჩინეს. რომის პაპის მთავარმა ქირურგმა, დოქტორმა სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა და წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

სამედიცინო ბიულეტენის თანახმად, ოპერაციის შემდეგ პაპი გონზე მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორომის პაპის ოპერაცია წარმატებით დასრულდა - 71 წლის ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა
  2. BM.GEოპოზიციურირომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?
  3. ფორმულაოპოზიციურირომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რომის პაპს ფილტვზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება - საკუთარი მძიმე დაავადების შესახებ პონტიფიკოსმა ქადაგებისას ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები