გიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებისა და კლიმატური სტრატეგიის საკითხებში საქართველო უალტერნატივო და შეუცვლელი საკვანძო ქვეყანაა.

მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტს გამოეხმაურა.
„ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ საკითხებზე სერიოზულად მსჯელობს თავის მოქალაქეებზე, მსოფლიოს გადარჩენაზე და ამას მხარს უჭერს, ყველა ხედავს საქართველოს საგანგებო მნიშვნელობას როგორც საკვანძო ქვეყანას ამ პროცესებში - იქნება ეს კლიმატის თემა, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანზიტო მიმოსვლები. რასაკვირველია, მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ საკითხებზე სერიოზულად მსჯელობს თავის მოქალაქეებზე, მსოფლიოს გადარჩენაზე და ამას მხარს უჭერს, ყველა ხედავს საქართველოს საგანგებო მნიშვნელობას როგორც საკვანძო ქვეყანას ამ პროცესებში - იქნება ეს კლიმატის თემა, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანზიტო მიმოსვლები. რასაკვირველია, მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.